უმტიტი, შესაძლოა, გუნდს მომდევნო კვირაში შეუერთდეს

უმტიტი, შესაძლოა, გუნდს მომდევნო კვირაში შეუერთდეს

კორონავირუსის გამო თითქმის 3 თვიანი უქმობის შემდეგ, კატალონიის "ბარსელონამ" უკვე 12 სავარჯიშო სესიის ჩატარება მოასწრო.

"ბლაუგრანას" კვირის განრიგი მარტივია - ფეხბურთელები 3 დღე ვარჯიშობენ, 1 დღე ისვენებენ, შემდეგ 2 დღე ვარჯიშობენ და კვლავ 1 დღე ისვენებენ.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ლა ლიგის 28-ე ტურს 14 ივნისს გამართავენ, რასაც ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც დაზიანება პოსტკორონავირუსულ პერიოდში მიიღო, სამუელ უმტიტია. ხსენებული წყაროს ცნობით, ფრანგი მცველი გუნდს მომდევნო კვირიდან შეუერთდება და სეზონის განახლებისათვის, ასე თუ ისე, მომზადებას მოასწრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 მაისი 2020 22:48
    0
    ზედმეტი ბარგია უკვე ეს გუნდისთვის ესე იწვალებს კარიერის ბოლომდე გაყიდეთ რა გაყიდეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    რედაქტორი [?]
    #1 24 მაისი 2020 21:00
    0
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    რაღადროს უმტიტია, გაყიდონ თუ ვინმეა მსურველი და ტოდიბო დააბრუნონ

    არ ყიდიან