"ბარსელონა" ივლისამდე მოიცდის
Sport "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკლავის, ნეიმარის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" ბრაზილიელის დამატება ისევ სურს, თუმცა კლუბი 28 წლის შემტევის ტრანსფერზე მუშაობას, ჯერჯერობით, არ აპირებს.
კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, "ბარსა" გეგმავს, სანამ ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ივლისამდე მოიცადოს.
იმავე წყაროს ცნობით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" იმედოვნებენ, რომ ბრაზილიელს ივლისამდე პსჟ-სთან ურთიერთობა დაეძაბება. ამასთანავე, მანამდე "ბლაუგრანა" შეარჩევს იმ ფეხბურთელებს, რომელთა ტრანსფერში ჩართვაც შეიძლება. არსებობს იმის ვარაუდი, რომ პარიზელები გაცვლით გარიგებას დაეთანხმებიან.
"ბარსელონას" ივლისამდე სხვა პრიორიტეტები აქვს: "ინტერის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესისა და "იუვენტუსის" ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის შეძენა. გარდა ამისა, კლუბი გეგმავს, გაყიდვებიდან 100 მილიონი ევრო გამოიმუშავოს, შემდეგ კი ნეიმარის დაბრუნებაზე მუშაობა დაიწყოს. კატალონიელებს სჯერათ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა მომდევნო სეზონებში ჩემპიონთა ლიგის მოგების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
Transfermarkt ნეიმარს 128 მილიონ ევროდ აფასებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]