მუნიესამ კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ბარსა ბ"–ს ფეხბურთელმა, მარკ მუნიესამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2011/12 წლების სეზონამდე გაახანგრძლივა. ხელშეკრულების თანახმად, თუ მუნიესა პირველ გუნდში ჩაირიცხა, მაშინ მისი კონტრაქტი ავტომატურად 2012/13 წლების სეზონამდე გახანგრძლივდება...
მუნიესა ახლა 18 წლისაა და "ბარსა ბ"–ს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახლავთ. ლუის ენრიკე მას ძირითადად მარცხენა მცველის, ან ცენტრალური მცველის პოზიციაზე ათამაშებს. ამ ფეხბურთელისთვის ეს სეზონი მეორეა "ბარსა ბ"–ს რიგებში. მისი გამოსასყიდი თანხა 30 მილიონს შეადგენს.
ესპანელმა მცველმა თავისი კარიერა "ლიორეტში" დაიწყო. 2002 წლიდან იგი "ბარსას" აკადემიაში ირიცხება. 2008/09 წლების სეზონში კი მას "ლა ლიგაში" დებიუტიც ქონდა. მისი ხილვა ჩვენ "ოსასუნასთან" მატჩში შევძელით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რომის ფინალში იგი პეპმა მატჩის განაცხადშიც შეიყვანა.
ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მუნიესამ "ბარსა TV"-სთანაც ისაუბრა: "მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვრჩები კლუბში, სადაც თამაშზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ახლა მე მუშაობისა და ზრდის გაგრძელება მსურს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]