"კამპ ნოუზე" დაფიქსირებული 10 საინტერესო ფაქტი
7 მარტის შემდეგ პირველად, "კამპ ნოუ" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩს 16 ივნისს უმასპინძლებს. Mundo Deportivo გვთავაზობს იმ 10 საინტერესო ფაქტს, რომელიც "ბარსელონას" საშიანო არენაზე ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში დაფიქსირდა.
- ყველაზე დიდი გამარჯვება - "ბარსელონა" 9-0 "რაიო ვალიეკანო", 1979 წლის იანვარი
- 3 ფეხბურთელი, რომელმაც "კამპ ნოუზე" 21-ე საუკუნეში 50-ზე მეტი გოლი გაიტანა - მესი (256), სუარესი (77) და ეტო'ო (60)
- ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" ჰეთ-თრიქი შეუსრულა - დიეგო ფორლანი, 2005 წლის მაისი
- მეკარე, რომელსაც ლიონელ მესიმ "კამპ ნოუზე" ყველაზე მეტჯერ გაუტანა - ანდრეს ფერნანდესი (15)
- 2005/06 სეზონიდან მოყოლებული, გუნდი, რომელსაც "კამპ ნოუზე" ბურთის ფლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა - "რაიო ვალიეკანო", 55.4%, 2015 წლის ოქტომბერი
- პირველი ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც "კამპ ნოუზე" პოკერი შეასრულა - სამუელ ეტო'ო "რეალ ვალიადოლიდის" წინააღმდეგ, 2008 წლის ნოემბერი
- გუნდი, რომელიც "ბარსელონამ" 21-ე საუკუნეში "კამპ ნოუზე" ყველაზე მეტჯერ დაამარცხა - "რეალ სოსიედადი" (17)
- 2003-04 სეზონიდან მოყოლებული, მეკარე, რომელმაც "კამპ ნოუზე", ერთ მატჩში, ყველაზე მეტი სეივი განახორციელა - ფრანსესკ არნაუ (17), 2005 წლის ოქტომბერი
- ფეხბურთელი, რომელმაც "კამპ ნოუზე" ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა ისე, რომ ყველა მატჩი მოიგო - ჟუნიორ ფირპო (8; 7 "ბარსელონასთან" ერთად, 1 "ბეტისთან")
- ფეხბურთელი, რომელმაც მეტოქის რანგში "კამპ ნოუზე" ყველაზე მეტი მატჩი მოიგო - არიელ იბასაგა და ჟოან კაპდევილა (4)
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]