"მანჩესტერ სიტი" სერჟი რობერტოსა და ნელსონ სემედუს არ წაიყვანს
ცოტა ხნის წინ Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ სიტი" ზაფხულში "ბარსელონას" ფეხბურთელის, სერჟი რობერტოს გადაბირებას ეცდებოდა.
Marca-ს ინფორმაციით, კლუბები მოლაპარაკებების შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ესპანელის პეპ გვარდიოლასთან გადაბარგება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
მადრიდული გაზეთი მიზეზად ფინანსურ მოთხოვნებს ასახელებს. აქამდე ვიცოდით, რომ "ბლაუგრანას" სერჟი რობერტოს სანაცვლოდ მხოლოდ თანხის მიღება სურდა და ტრანსფერში მოთამაშის ჩართვის წინააღმდეგი იყო.
გამოცემა ასევე დასძენს, რომ "ქალაქელებმა" "ბარსას" კიდევ ერთი წევრის, ნელსონ სემედუს შეძენაზეც უარი განაცხადეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]