კარანტინის პერიოდში ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ტოპ 10
ახალი ინფორმაცია არავისთვის არაა, რომ ცნობილ სპორტსმენებს შემოსავლების გარკვეული ნაწილი სოციალური ქსელებიდანაც აქვთ. უამრავი გამომწერის ხარჯზე მათ ფოტოებსა თუ სარეკლამო განცხადებებს მონეტიზაციის მხრივ საკმაოდ დიდი ფინანსური სარგებელი აქვს.
ათეულის სათავეში კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც ლიონელ მესი და ნეიმარი მოჰყვებიან. მათ ჯამში მხოლოდ "ინსტაგრამზე" 514 მილიონი გამომწერი ჰყავთ და შესაბამისად, კარანტინის დროს ძირითადად სოციალური ქსელების დატვირთვის ხარჯზე მიღებული ფინანსური სარგებელიც გასაკვირი არ უნდა იყოს.
ტოპ 10 შემდეგნაირად გამოიყურება:
1. კრიშტიანუ რონალდო - 1,882,336
გამომწერები: 222 მილიონი
2. ლიონელ მესი - 1,299,373
გამომწერები: 153 მილიონი
3. ნეიმარი - 1,192,211
გამომწერები: 153 მილიონი
4. შაკილ ონილი - 583,628
გამომწერები: 17 მილიონი
5. დევიდ ბექჰემი - 405,359
გამომწერები: 62.9 მილიონი
6. ვირატ კოლი - 379,294
გამომწერები: 59 მილიონი
7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 184,413
გამომწერები: 42.9 მილიონი
8. დუეინ უეიდი - 143,146
გამომწერები: 16.6 მილიონი
9. დანი ალვესი - 133,694
გამომწერები: 31.1 მილიონი
10. ენტონი ჯოშუა - 121,500
გამომწერები: 11.3 მილიონი
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]