20 წლის სანჩო vs 20 წლის მესი
"ბარსელონასთვის" ნეიმარის ერთ-ერთ ალტერნატივად შერაცხული ჯეიდონ სანჩო "მანჩესტერ სიტის" დატოვების შემდეგ შესანიშანავად გამოიყურება. გერმანიაში გადასვლიდან მისი ვინაობა უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო და ერთ-ერთ უდიდეს ამომავალ ვარსკვლავადაც ითვლება.
2018-19 წლების სეზონში "დორტმუნდის" შემადგენლობაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში ინგლისელმა 12 გოლის გატანა და 17 ასისტის გაკეთება შეძლო. სწორედ ასეთი შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, მან გარეთ საუთგეიტის ყურადღებაც მიიქცია და ინგლისის ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა.
2019-20 წლის სეზონზე ჯეიდონმა შედეგიანობას კიდევ უფრო მოუმატა. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშება ჯერ არ დასრულებულა, მის ანგარიშზე კი უკვე 17-17 გოლი და საგოლე გადაცემაა.
მისი სტატისტიკა ამ ასაკისთვის ლეო მესისთან შედარებით, თითქმის ორჯერ უკეთესია:
სანჩო (დორტმუნდში) - 94 მატჩი, 34 გოლი, 43 ასისტი.
მესი (ბარსელონაში) - 70 მატჩი, 26 გოლი, 8 ასისტი.
ინგლისელი ნახევარმცველის უპირატესობა ამ მხრივ საგრძნობია. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები არ ნიშნავს იმას, რომ სანჩო მესიზე უკეთესი ფეხბურთელი იქნება, თუმცა ნამდვილად მიუთითებს იმ თითოეული ცენტის ღირებულებაზე, რომლის გადახდაც "ბარსას" მისი შეძენის შემთხვევაში მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდი" მის გაყიდვას 100 მილიონ ევროდ აპირებდა, თუმცა კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, გერმანელებს აღნიშნული თანხის შემცირება მოუწევთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]