"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" ბოლოს 2013 წლის ნოემბერში ივარჯიშა
გუშინ "ბარსელონამ" მორიგი სავარჯიშო სესია, "სიუტატ ესპორტივას" ნაცვლად, "კამპ ნოუზე" ჩაატარა, რაც უკანასკნელად 2013-14 წლების სეზონში მოხდა.
ადრე, "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩამდე ბოლო ვარჯიშს "კამპ ნოუზე" ატარებდა. 2013-14 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში "ბარსელონა" გლაზგოს "სელტიკს" მასპინძლობდა. მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო "ტატა" მარტინომ, ეს ტრადიცია დაარღვია და გუნდი სტადიონზე მხოლოდ თამაშის წინ გამოჩნდა.
შესაბამისად, "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" ფეხბურთელების მონაწილეობით ვარჯიში ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრის შემდეგ არ გვინახავს. 2013 წლის 6 ნოემბერს "ბლაუგრანამ" "მილანი" 3-1 დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ მარტინოს შემდეგ "ბარსას" ლუის ენრიკე და ერნესტო ვალვერდე წვრთნიდნენ, ეს ტრადიცია აღარ აღდგენილა. კიკე სეტიენს კი ევროტურნირებზე საშინაო მატჩის ჩატარების საშუალება ჯერ არ ჰქონია და აგვისტომდე არც ექნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]