ფოკუსს მიღმა - 07.06.2020

ფოკუსს მიღმა - 07.06.2020

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.

მარკუს რაშფორდი

გასულ წელს მარკუს რაშფორდის ძმა (ამავე დროს აგენტი) "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა საბოლოოდ, 22 წლის ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. [Mundo Deportivo]

უსმან დემბელე

მას შემდეგ, რაც "ლივერპულმა" ტიმო ვერნერისთვის ბრძოლა "ჩელსისთან" წააგო, მერსისაიდული კლუბი უსმან დემბელეს ტრანსფერს განიხილავს. "ლივერპული" საბოლოო ნაბიჯის გადადმისგან თავს ფრანგის ტრავმიანობის გამო იკავებს. [Express]

ალბერტო ფერნანდესი

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი, ამბობს, რომ სანამ არგენტინული ფეხბურთი განახლდება, "ბარსელონასა" და ლიონელ მესის მიადევნებს თვალს. "ჩვენთვის, გულშემატკივრისთვის, უფეხბურთობა დიდი დანაკლისია. მსურს, ჩვენი ფეხბურთი ეტაპობრივად აღდგეს, მანამდე "ბარსელონაში" მოთამაშე მესის ხილვით მივიღებთ სიამოვნებას". [TyC Sports]

მატეუ მორეი

"ლა მასიას" აღზრდილი, მატეუ მორეი, რომელმაც კატალონიური კლუბი 2019 წელს დატოვა და დორტმუნდის "ბორუსიას" შეუერთდა, აცხადებს, რომ კლუბიდან საკუთარი სურვილით წავიდა. "ბარსელონასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ მსურდა, რადგან ვფიქრობდი, რომ განვითარებას "დორტმუნდში" უფრო შევძლებდი. თუმცა რომ არა "ბარსა", დღეს აქ არ ვიქნებოდი". [El Larguero]

როკო კომისო

"ფიორენტინას" პრეზიდენტი აღიარებს, რომ მესის შეძენა სურდა: "ლეო მესის გადაბირება ყველას ოცნებაა და, მათ შორის, ჩემიც. თუმცა, ამის გაკეთება წარმოუდგენელია". [Mundo Deportivo]

უსემ აუარი

"იუვენტუსი" პიანიჩის "ბარსელონაში" გადაბარგების შემთხვეევაში, უსემ აუარს შეიძენს.

ფაბიან რუისი

"ნაპოლის" სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი დარწმუნებულია, რომ ფაბიან რუისი, "ბარსელონასა" და "რეალის" ინტერესის მიუხედავად, გუნდში დარჩება. "ესპანელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, შემდეგ წელს კი მის განახლებაზე მუშაობს დავიწყებთ. ფაბიანი ახლაგაზრდა, მშვიდი და ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც გატუზოს 4-3-3 ტაქტიკაში შესანიშნავად ჯდება. ვფიქრობ, ის დარჩება". [Sky Sport Italia]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #1 7 ივნისი 2020 23:45
    1
    აუარს იუვეს როგორ უთმობთ დაიკიდეთ პიანიჩი და აუარი მოიყვანეთ თქვენი....