არსენ ვენგერი: დარწმუნებული ვარ, "ბარსელონა" კიდევ ერთ თავდამსხმელს შეიძენს
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა არსენ ვენგერმა, ერთ-ერთ ინტერვიუში "ბარსელონას" შეტევის ხაზზე ისაუბრა. სპეციალისტი ასევე გამოეხმაურა საკუთარი თანამემამულის, ანტუან გრიზმანის თამაშსაც.
"ბარსელონა" ყოველთვის ყიდულობდა დიდებულ მოთამაშეებს. პირადად მე დარწმუნებული არ ვარ, რომ სუარესის შეცვლა აუცილებელია. მათ შეუძლიათ შეტევაში კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატონ, რადგან მესი და სუარესი შეტევითი თამაშის მთავარი მონაწილეები არიან, მათ კი კიდევ ერთი მოთამაშე სჭირდებათ, ვინც შეტევას დაასრულებს.
მე მჯერა, რომ ანტუან გრიზმანი რაღაც ეტაპზე კვლავ დაიწყებს გოლების გატანას. მას კვლავ არ გაუვლია სრული ადაპტირება, ანტუანი კარგი ბომბარდირია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონა" კიდევ ერთ თავდამსხმელს შეიძენს." - ვენგერის სიტყვებს Goal ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]