ოთხი გამორჩეული ბარსელონა-ბილბაო

ოთხი გამორჩეული ბარსელონა-ბილბაო

დღეს, თბილისის დროით, 23:55 საათზე, "ბარსელონა" "ბილბაოს" უმასპინძებს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ამ ორი კატალონიური და ბასკური გუნდის ყველაზე ატიპურ და გამორჩეულ მატჩებს გვთავაზობს.

უდიდესი მარცხი

1931 წლის 8 თებერვალს "ბარსამ" ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მძიმე მარცხი "ბილბაოსთან" განიცადა, 1-12. იმ პერიოდში ეს შედეგი ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან გუნდის შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ, როგორიცაა საბალო, მარტი, კასტილიო, პიერა, სასტრე, არნაუ, პარერა და გოიბურუ.

მარადონას ტრავმა

1983 წლის 24 სექტემბერს, ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩში, "კამპ ნოუმ" დიეგო არმანდო მარადონას საზარელი ტრავმა იხილა. ბასკთა მხრიდან ანდონი გოიკოეჩეამ, უხეში ვარდნის შედეგად, დიეგოს მარცხენა ფეხის კოჭი მოტეხა. ამ დღის შემდეგ გოიკოეჩეას ზედმეტსახელად "ბილბაოელ ყასაბს" ეძახდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 4-0.

სტოიჩკოვის პოკერი

"სან მამესზე" ყველაზე დიდი გამარჯვება (როგორც ძველ, აგრეთვე, ახალ "სან მამესზე"), "ბარსელონამ" 1991 წლის 10 მარტს იზეიმა, 6-0. "ბარსას" ბულგარელმა თავდამსხმელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა თავი ოთხი გატანილი გოლით გამოიჩინა. მატჩის ბოლოს, ადგილობრივმა ქომაგმა კატალონიური გუნდი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

მეოთხე გამორჩეული შეხვედრა დღეს, ლა ლიგის 31-ე ტურში შედგება. მათი დაპირისპირება ცარიელი ტრიბუნების წინაშე არასდროს გამართულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.