გრიზმანი, შესაძლოა, ფრანგთა ძირითად შემადგენლობაში ვეღარ მოხვდეს

გრიზმანი, შესაძლოა, ფრანგთა ძირითად შემადგენლობაში ვეღარ მოხვდეს

ფრანგმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ფრენკ ლებოიფმა, საფრანგეთის ნაკრებში გრიზმანის მარსიალით ჩანაცვლების შესაძლებლობა განიხილა.

ESPN-თან საუბრისას მან განაცხადა:

"მართალია, რომ გრიზმანის ამჟამინდელი პრობლემებისა და ჟირუს ასაკის გამო, მარსიალს ნაკრების შემადგენლობაში გზა გაეხსნება."

ანტუანი უგოლოდ მოედანს უკვე 7 თამაშია ტოვებს, რაც მის კარიერაში ბოლო 6 წლის განმავლობაში, ყველაზე ცუდი შედეგია.

უკანასკნელად მან მეტოქის კარი "ნაპოლისთან" საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაში დალაშქრა.

რაც შეეხება მის ბოლო ასისტს, გრიზმანმა საგოლე გადაცემის გაკეთება ჯერ კიდევ ერნესტო ვალვერდეს დროს, 7 დეკემბერს, "მალიორკასთან" მოახერხა.

29 წლის ფეხბურთელი "ბარსამ" "ატლეტიკოდან" 120 მილიონ ევროდ შეიძინა, ფრანგს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩი აქვს გამოტოვებული. მის ანგარიშზე 14 გოლი და 4 ასისტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #4 27 ივნისი 2020 11:48
    2
    გრიზი ზე კლასია და მას ვერავინ ამოაგდებს საფრანგეთიდან.
    Iniesta. And messi
    სტუმარი [?]
    #3 27 ივნისი 2020 10:40
    1
    გრიზმანი ჩამჯდარია ნაკრებში ძნელი იქნება მისი ამოგდება ნაკრებში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 ივნისი 2020 08:14
    9
    რა დონის დებილო უნდა იყო გრიზმანი რო ვერ გამოიყენო ორი ტრენერი გამოიცვალა და ორივემ არასწორად გამოიყენა

    პ.ს. მარსიალი მაგრად დახატავდა ბარსას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 27 ივნისი 2020 08:11
    5
    დაუნგრიეს კარიერააა წავიდეს ნეტავ სადმე ... ჩვენზე უკეთეს სიტუაციაში კოუს ბედი ელის ამასაც.