ინფორმაცია ვალდესსა და პუიოლზე

ინფორმაცია ვალდესსა და პუიოლზე

მოგეხსენებათ, ვიქტორ ვალდესს მუხლის ტრავმა აქვს, ამის გამო იგი რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს, გამოჯანრმთელების პროცესშია კარლეს პუიოლიც. გთავაზობთ ამ ორ ფეხბურთელზე ბოლო ინფორმაციას. 

ვიქტორ ვალდესს თამაშამდე ჩაუტარდა გამოკვლევა მარცხენა მუხლზე. გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ ტრავმა არც ისე სახუმაროა. ჯერ – ჯერობით ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ. 

რაც შეეხება კარლეს პუიოლს მას დღის მეორე ნახევარში ჩაუტარდა გამოკვლევა, მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ "ბარსელონას" კაპიტანმა "არსენალის" წინააღმდეგ ითამაშოს.

ამ ორ ფეხბურთელზე კვლევა კვლავ გაგრძელდება, უახლოეს მომავალში მათ კიდევ ჩაუტარდებათ გამოკვლევა, სადაც ზუსტად დადგინდება გამოჯანმრთელების ზუსტი დრო. მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორი არის აღსანიშნავი, რომ სწრაფი გამოჯანმრთელება თვით ორგანიზმზეც არის დამოკიდებული. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.