ლოთარ მათეუსი: თუ არგენტინაში მესი არ მოსწონთ, მას შეუძლია გერმანიის ნაკრებში წამოვიდეს
მიუნხენის "ბაიერნის" ექს-მოთამაშემ, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, "ბარსელონას" არგენტინელი კაპიტანი, ლიონელ მესი შეაქო.
"ვერ ვიჯერებ, რომ მესის არგენტინაში აკრიტიკებენ. თუ თქვენ ის არ მოგწონთ, მაშინ მესის ნებისმიერ დროს შეუძლია, ჩვენთან, გერმანიაში წამოვიდეს. ჩვენ მას ხელგაშლილი დავხვდებით და პასპორტს გადავცემთ.
დისკუზია თემაზე, მარადონა უფრო უკეთესია თუ მესი? არგენტინას ძალიან გაუმართლდა ასეთი დიდებული მოთამაშეების ყოლით, არგენტინელები დღემდე მსჯელობენ რომელია უკეთესი. თქვენ მსოფლიოს ორი საუკეთესო მოთამაშე გყავთ." - მათეუსის სიტყვებს La Nacion ციტირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]