იმედისმომცემი მცველი მარკ ხურადო "ლა მასიას" ტოვებს და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადადის
"ლა მასიას" კიდევ ერთი ახალგაზრდა მოთამაშე, მარკ ხურადო ტოვებს. 16 მარჯვენა მცველი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს, იტყობინება Diario Sport.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა მოთამაშის საკუთარ აკადემიაში გადმოყვანის სანაცვლოდ "ბარსელონას" 1,5 მილიონ ევროს გადაუხდის. ხურადომ თავად განაცხადა, რომ "ბლაუგრანას" სისტემაში გატარებული 9 წლის შემდეგ, აკადემიას ტოვებს.
აღსანიშნავია, რომ კატალონიელებმა მოთამაშეს ახალი კონტრაქტი შეთავაზეს გაუმჯობესებული ანაზღაურებით და U18 გუნდში დაწინაურების პირობით, თუმცა ხურადომ წინადადებაზე უარი განაცხადა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]