მესი:"დარწმუნებული ვარ "არსენალს" დავამარცხებთ"
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ ინტერნეტ გამოცემა Sport.es–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, ლონდონის "არსენალს" დაამარცხებს. ლეომ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ დალაშქრავს "მეთოფეების" კარს:
" ჩვენ პირველი მატჩის შემდეგ ძალიან გაოცებულები ვიყავიტ შედეგით. ჩვენი თამაშის მიხედვით, წაგება ნამდვილად არ დაგვიმსახურებია. თუმცა ჩვენ წყნარად ვართ, რადგანაც დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ "არსენალს" და გავალთ 1/4 ფინალში. ამისათვის "არსენალის" კარში ერთი გოლის გატანაც საკმარისია. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიტანს გოლს "მეთოფეების" კარში, მთავარია გუნდი გავიდეს შემდეგ ეტაპზე," დაასრულა ლეო მესიმ.
ცნობისთვის პირველი მატჩი კატალონიელებმა 2–1 დათმეს, ხოლო შემდეგი მატჩი 8 მარტს "კამპ ნოუზე" გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]