კაპიტანს ''ვალენსიისთვის'' უნდა ველოდეთ
გუშინ, ''ბარსას'' კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა გუნდის ფიზიოთერაპევტთან, ხუანხო ბრაოსთან ერთად ივარჯიშა და ის შესაძლოა 2 მარტისთვის, მაშინ, როცა გუნდი ''ვალენსიასთან'' სათამაშოდ გაემგზავრება, უკვე მზად იყოს. როგორც იცით, კარლესს მარცხენა მუხლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები, თუმცა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და როგორც ხედავთ, ის უკვე მცირე დატვირთვით ვარჯიშობს და სულ მალე სრული დატვირთვითაც გაისარჯება.
პუიოლი ვარჯიშებს მთელი კვირის განმავლობაში გააგრძელებს და მომდევნო მატჩისთვის, რომელსაც ''ბარსა'' ''მალიორკასთან'' გამართვას შესაძლოა უკვე მზად იყოს, მაგრამ ექიმები არ გარისკავენ და ნაკლებად სავარაუდოა მისი ამ მატჩში გამოჩენა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ პუიოლი 100%–ით მზად იქნება უმნიშველოვანესი შეხვედრისთვის, რომელსაც კატალონიელები 8 მარტს ლონდონის ''არსენალის'' წინააღმდეგ გამართავენ. კარლესი ამ მატჩში გუნდისთვის ძალიან საჭიროა, რადგან კიდევ ერთი ძირითადი შემადგენლობის მცველი, ხერარდ პიკე დისკვალიფიცირებულია. ასე, რომ ''არსენალთან'' დაცვის ცენტრში პუიოლი–აბიდალის დუეტს უნდა მოველოდეთ.
''მალიორკასთან'' მატჩისთვის დაცვის მხრივ გვარდიოლას სერიოზული პრობლემები ექნება, რადგან მას პუიოლის გარდა ვიქტორ ვალდესი და დისკვალიფიცირებული ალვეშიც დააკლდება, ასევე არ იქნება ჯეფრენ სუარესიც.

მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]