ჩავიმ ტრავმა მიიღო
"ბარსელონას" ბანაკში ტრავმების ეპიდემიაა. დამტვრეულია ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლი და ხეფრენ სუარესი. მათ რიცხვს ჩავი ერნანდესიც შეუერთდა.
მოგეხსენებათ, ჩავი ერნანდესს მსოფლიოს დასრულების შემდეგ ჰქონდა მიკრო ტრავმა, მას ეს ტრავმა რამდენიმე თამაშშივე გაუმიზეზდა და დიდი ხანი ვერ ეხმარებოდა გუნდს, ანდაც თუ ეხმარებოდა მხოლოდ და მხოლოდ 60–75 წუთის განმავლობაში.
"ატლეტიკთან" მატჩში მიკრო ტრავმა მიიღო ჩავი ერნანდესმა და დღეს დილას ეს ტრავმა გაუმიზეზდა. სერიოზული არაფერია, როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, ჩავი 7 – 10 დღით იუქმებს. ამის გარდა მას გადაღლილობაც ეტყობა და ეს დრო დასასვენებლადაც გამოადგება.
"მალიორკასთან" მატჩისათვის გვარდიოლა დიდ საგონებელშია ჩავარდნილი, მას არ ეყოლება ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლი, ხეფრენ სუარესი, დისკვალიფიცირებული დანი ალვესი, ამ სიას სამწუხაროდ ჩავი ერნანდესიც შეემატა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]