ჩავიმ „ბარსელონას“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ჩავიმ „ბარსელონას“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, მიმდინარე ზაფხულში, კატალონიური გრანდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და უახლოეს მომავალში, ამ საკითხზე, ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

ეს ინფორმაცია გამოცემა Mundo Deportivo-ს ჟურნალისტებმა გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის ვადამდე ადრე დასრულება, ნახევარმცველის "ბლაუგრანადან" წასვლის პროცესს დააჩქარებს, რადგან, როგორც დაიგეგმა, ჩავი განცხადებას მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ჩავი "ბარსელონას" მესამე კაპიტანი გახდება, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს დატოვებს, რადგან აქამდე, ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ გუნდიდან წავლენ ვიქტორ ვალდესი და კარლეს პუიოლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 77 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.