შანსი ადრიანოს !

შანსი ადრიანოს !

შემდეგი მატჩი "ბარსელონას" "ლა ლიგაში" "მალიორკასთან" აქვს. დანი ალვესმა მე–5 ყვითელი ბარათი მიიღო, ამიტომაც იგი ვერ დაეხმარება გუნდს უახლოეს მატჩში. შანსი ეძლევა ადრიანოს. 

ადრიანო შესაძლოა უნივერსალ ფეხბურთელადაც მივიჩნიოთ, იგი კარგად თამაშობს, როგორც მარჯვენა ფლანგზე ისე მარცხენაზე, როგორც დაცვაში ისე შეტევაში. მას შემდეგ რაც ალვეშმა მე – 5 ყვითელი ბარათი მიიღო გვარდიოლამ განაცხადა: "მართალია, ჩვენთვის ალვეში ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ადრიანო მას ღირსეულად შეცვლის". 

ადრიანოსათვის ეს თამაში "ლა ლიგაში" მე–9 იქნება. მან 4– ჯერ ძირითადში დაიწყო, ორჯერ დაასრულა ბოლომდე მატჩი, ოთხჯერაც შეცვლაზე იქნა შესული. ხოლო რაც შეეხება თასს, აქ ადრიანო უფრო ხშირად ჩნდება მოედანზე. მეტიც, მან გოლის გატანაც მოახერხა "ალმერიასთან" მატჩში.

ადრიანო "მალიორკას" 4– ჯერ დაუპირისპირდა "სევილიაში" თამაშის დროს. იგი დაუმარცხებელია ლაუდრუპის გუნდის წინააღმდეგ, მან ოთხივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.