ადრიანო "ვილიარეალთან" არ ითამაშებს

ადრიანო "ვილიარეალთან" არ ითამაშებს

  ადრიანო კორეამ ევროპის სუპერთასის გათამაშების დროს ტრავმა მიიღო. კატალონიაში დაბრუნებისთანავე ბრაზილიელ მცველს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. ექიმებმა დაადგინეს, რომ ადრიანოს მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს. შესაბამისად იგი ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს "ვილიარეალის" წინააღმდეგ მატჩში, რომელიც "კამპ ნოუზე" დღეს საღამოს გაიმართება.

 გართულებების თავიდან აცილების მიზნით გვარდიოლამ ადრიანო ევროპის სუპერთასის გათამაშების 62–ე წუთზე შეცვალა. შაბათს მისი ტრავმა დადასტურდა. უფრო დეტალური ინფორმაცია კიდევ ერთი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ იქნება ცნობილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.