“ვალიადოლიდის“ მწვრთნელი: “ბარსა“ არის გუნდი, სადაც უამრავი ტალანტის ხილვა შეგვიძლია

“ვალიადოლიდის“ მწვრთნელი: “ბარსა“ არის გუნდი, სადაც უამრავი ტალანტის ხილვა შეგვიძლია

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ვალიადოლიდის" მთავარმა მწვრთნელმა, სერხიო გონსალესმა, "ბლაუგრანაზე" ისაუბრა და კატალონიელების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"სიტყვა, რომლითაც "ბარსას" საუკეთესოდ დახასიათებას შევძლებთ არის - გუნდი უამრავი ტალანტით."

"ბუსკეტსი განსხვავებული ფეხბურთელია, ის პასს ყოველთვის წინ აკეთებს, რათა ზიანი მოგაყენოს. მესის კი გარდატეხა მატჩის უკანასკნელ მესამედში შეაქვს, რაც მოწინააღმდეგე გუნდისთვის განსაკუთრებით რთულია."

ლა ლიგის 35-ე ტურში "ბარსელონა" "ვალიადოლიდს" ხოსე სორილას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:30 ზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.