გვარდიოლას ღირსშესანიშნავი სიტყვები

გვარდიოლას ღირსშესანიშნავი სიტყვები

გვარდიოლა  უკვე მე –3 წელია "ბარსელონას" თავკაცია. მას არაერთი ღირსშესანიშნავი გამარჯვება მოუპოვებია, 8 ტიტული, 5 გამარჯვება კლასიკოში, 2:6, 5:0 და ა.შ. გთავაზობთ ამ სტატიაში გვარდიოლას ღირსშესანიშნავ კომენტარებს თასების მოგებამდე და მის შემდეგ. 

17/06/08 პირველად გვარდიოლა "კამპ ნოუზე" წარსდგა

"მე ვერ შეგპირდებით ტიტულებს, მაგრამ გეტყვით, რომ სულ ცოტა ხანში თქვენ ჩვენით იამაყებთ".

16/08/08 2008/09 სეზონის დასაწყისი, გვარდიოლა გულშემატკივართა თვალწინ

"მე გაძლევთ სიტყვას, რომ უტიტულოდ არ დავამთავრებთ სეზონს".

2/05/09 2:6 "ბერნაბეუზე"

"უბედნიერესი ადამიანი ვარ, ეს ჩემი ერთ–ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა მთელი ცხოვრების მანძილზე. მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით".

23/05/09 პირველი ტიტულის აღნიშვნა გულშემატკივრებთან

"ჩვენ პირველი ტიტული მოვიპოვეთ. ყველაფერს გავაკეთებთ რათა მაქსიმალურს მივაღწიოთ".

28/05/09 "ჩემპიონთა ლიგის აღნიშვნა

"თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რა ბედნიერები ვართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ თავაწეულებმა იაროთ კატალონიის ქუჩებში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდს ვწვრთნი".

20/07/09 პირველი პრესკონფერენცია 09/ 10 სეზონში

"მე მჯერა ჩემი გუნდის. იგი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება მოედანზე, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას ამ სეზონშიც".

19/12/ 09 პრესკონფერენცია "მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის" მოგების შემდეგ

"მე–6 ტიტული, ფანტასტიურია, შესანიშნავია. ეს ყველაფერი ჩემმა ფეხბურთელებმა შეძლეს, მადლობა მათ ამ ყველაფრისათვის".

16/05/10 99 ქულა და პრესკონფერენცია

""ინტერთან" მატჩის შემდეგ ჩვენ ჩვენი გულშემატკივარი დავამწუხრეთ, მაგრამ ამით მაინც შევძელით და მათ შევუმსუბუქეთ ეს დარდი. ჩვენ რეკორდი მოვხსენით".

19/07/10 პირველი პრესკონფერენცია 10/11 სეზონში

"მე მსურს გავაგრძელო ჩემი სამუშაო ამ ბრწყინვალე გუნდთან ერთად".

25/08/10 გუნდის პრეზენტაცია "კამპ ნოუზე"

"დამერწმუნეთ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა კვლავ საუკეთესონი ვიყოთ და მაქსიმალურად გაგახაროთ".

29/11/10 5:0 და პრესკონფერენცია

"რა მოხდა ახლაც არ შემიძლია, რომ აგიხსნათ. მე ფანტასტიური გუნდის ხელმძღვანელი ვარ".

11/02/11 პირველი პრესკონფერენცია კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ

"უბედნიერესი ადამიანი ვარ. ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებებს". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.