ჩავის პრესკონფერენცია

ჩავის პრესკონფერენცია

ჩავი ერნანდესი დაშავებულია, იგი უახლოეს მატჩს გამოტოვებს. მისი დაბრუნება "მესტალიაზე" იგეგმება "ვალენსიას" წინააღმდეგ. 

"ეს უმნიშვნელო ტრავმაა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი. სავარაუდოდ "ვალენსიასთან" მატჩისათვის მზად ვიქნები. ძალიან ბევრი ფეხბურთელი ვერ შეძლებს თამაშს "მალიორკას" წინააღმდეგ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. განგაშის საბაბი ეს არ არის, გუნდი მაინც შეეცდება გამარჯვებას და მე მათი მჯერა".

"გვარდიოლა კიდევ ერთი წლით დარჩება, ამაზე სასიხარულო ინფორმაცია ამჟამად "ბარსელონას" ბანაკში ნამდვილად არ არსებობს. ვფიქრობ იგი არამარტო ერთი წლით, არამედ უფრო დიდი ხნით დარჩება კატალონიური გუნდის თავკაცად".

"რაც შეეხება "არსენალს". ჩვენ შანსები გვაქვს, ეს შანსი საკუთარ მოედანზე თამაშს ნიშნავს, ჩვენ "კამპ ნოუს" ფაქტორი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. გაგვიჭირდება, მაგრამ ყველაფრის ფასად უნდა შევძლოთ და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე".

"ვიქტორ ვალდესი ერთ–ერთი საუკეთესო კიპერია მსოფლიოში, მართალია იგი დანაკლისია, მაგრამ პინტო მას ღირსეულად შეცვლის". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.