პინტოს პრესკონფერენცია
პინტომ საუბარი თავის კონტრაქტის შესახებ დაიწყო. "თუ ყველაფერი ისე მოხდდა, როგორც ამას მე და ხელმძღვანელობა ვგეგმავთ, დიდად სავარაუდოა, რომ შემდეგ კვირაში კონტრაქტი გავახანგძლივო. მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ, ნაფიქრი მაქვს უკვე იმის შესახებ, რომ ამ კლუბში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩე".
"გვარდიოლამ კიდევ ერთი წლით გაახანგძლივა, ეს ძალიან კარგია. გუნდში ეს ფაქტი ყველას უხარია, პეპი ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია. ვერ წარმომიდგენია "ბარსელონა" ამ სპეციალისტის გარეშე".
"ახლა რაც შეეხება ჩემს თამაშს. ვალდესის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია, იგი დანაკლისია გუნდისათვის. მაგრამ ყველანაირად შევეცდები, რომ იგი ღირსეულად შევცვალო, შევეცდები გამოვავლინო მაქსიმალურად ჩემი შესაძლებლობები".
პინტოს დასასრულს ჟურნალისტებმა ჰკითხეს "სამეფო თასის" ფინალის შესახებ და ისიც მოახსენეს, რომ გვარდიოლა მის დაყენებას აპირებს კარში. "20 აპრილამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ჩვენ ამ მატჩისათვის სათანადოდ მოვემზადებით".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]