მესი, პიკე და "რეალის" 4 ფეხბურთელი სეზონის სიმბოლურ გუნდში
სპორტულმა პორტალმა WhoScored.com-მა ფეხბურთელების რეიტინგის მიხედვით 2019/20 წლების სეზონის ლა ლიგის სიმბოლური გუნდი შეადგინა. გასაკვირი არაა, რომ თერთმეტეულში ჩემპიონი "რეალის" შემადგენლობიდან ოთხი მოთამაშე მოხვდა, "ბარსელონადან" კი, ლიონელ მესის გარდა, მხოლოდ ჟერარ პიკე.
მესიმ, რომელიც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება - 8.71 ქულა დაიმსახურა.
სიმბოლური გუნდის მეკარე "ლევანტეს" კარის დარაჯი აიტორ ფერნანდესია, მცველები კი, ჟერარ პიკესთან ერთად, დანი კარვახალი, სერხიო რამოსი და სერხიო რეგილონი არიან, რომელმაც ეს სეზონი იჯარით "სევილიაში" გაატარა.
"რეალის" კიდევ ერთ წარმომადგენელ კაზემიროსთან ერთად მოედნის ცენტრში "სოსიედადის" ნახევარმცველი მიკელ მერინოა, მათ გვერდით კი, ფლანგებზე, ლიონელ მესი და საულ ნიგესი.
შემადგენლობას ორი ცენტრფორვარდი ჰყავს: ქარიმ ბენზემა და ჟერარ მორენო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]