ემერსონის თაობაზე "ბარსელონასა" და "მილანს" შორის კონტაქტი შედგა
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკო სკირა, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "მილანსა" და "ბარსელონას" შორის ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, ემერსონის, თაობაზე შეხვედრა გაიმართა.
მისი მტკიცებით, შეხვედრამ "ძალიან პოზიტიურად" ჩაიარა და იტალიური კლუბი ფეხბურთელის შეძენით სერიოზულად არის დაინტერესებული. თუმცა განხილვის საგანს სატრანსფერო ღირებულება წარმოადგენს. კატალონიელები მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ, "მილანი" კი ფასის შემცირებას ცდილობს.
ემერსონმა "ბეტისის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და მისი პროგრესი არც სხვა ევროპული კლუბებისთვის დარჩენილა ყურადღების მიღმა.
"ბარსელონა" გეგმავდა, რომ მას ანდალუსიურ კლუბში კიდევ ერთი სეზონი გაეტარებინა და შემდეგ კარიერა "კამპ ნოუზე" გაეგრძელებინა, თუმცა გუნდში სერჟი რობერტოსა და ნელსონ სემედუს ყოფნის გათვალისწინებით, მზადაა, სარფიანი შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, იგი დათმოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]