MD: "ჩელსი" ტერ შტეგენის სანაცვლოდ კეპას თმობს
Mundo Deportivo წერს, რომ ლონდონის "ჩელსი" "ბარსელონას" გერმანელი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის, შეძენას ეცდება.
გამოცემის თქმით, ინგლისელებს ესმით, რომ ამ ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან რთული იქნება, თუმცა ცდას მაინც აპირებენ. მათი შემოთავაზება გარკვეულ თანხასთან ერთად, 25 წლის ესპანელ მეკარეს, კეპა არისაბალაგას, მოიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონასა" და გერმანელს შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმება, ჯერჯერობით, არ არსებობს, მხარეთა საერთო მიზანი ფეხბურთელის კატალონიური კარიერის გაგრძელებაა.
ტერ შტეგენის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]