სემედუ = კანსელუ + გარსია [ბარსელონას მორიგი ბარტერი]
ესპანური გამოცემა Sport-ის მიხედვით, "მანჩესტერ სიტიმ" და "ბარსელონამ", შესაძლოა, ბარტერი განახორციელონ.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "ქალაქელები" ნელსონ სემედუს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი, "ბლაუგრნას" კი ერიკ გარსიასა და კანსელუს გაფორმება სურს. შესაბამისად, წყაროს ცნობით, ოპერაციაში აღნიშნული ფეხბურთელები ჩაერთვებიან.
ხსენებული გარიგება ორივე კლუბისათვის მომგებიანი იქნება, თუმცა მოლაპარაკებები ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე არ დაიწყება.
აქამდე საუბარი მხოლოდ სემედუ-კანსელუს გაცვლაზე იყო, რაც ორივე ფეხბურთელის აგენტის, ჟორჟე მენდეშის დამსახურებაა. აგენტი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიონ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]