მარადონა: "ბარსელონას" უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე "ჩელსის" და "რეალს"

მარადონა: "ბარსელონას" უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე "ჩელსის" და "რეალს"

დიეგო არმანდო მარადონა, როდესაც პრესკონფერენციას ატარებს ჟურნალისტების წინაშე, იგი ყოველთვის ეხება "ბარსელონასა" და მესის. იგი "ბარსელონაში" რამდენიმე წლის მანძილზე გამოდიოდა კიდეც, ხოლო მესის მიმართ მისი პატივისცემა ყველასთვის ნათელია. 

""ბარსელონა" დღეს – დღეობით უდაოდ საუკეთესო კლუბია მსოფლიოში და ამაში დიდი წვლილი სწორედ ლეო მესის მიუძღვის. იგი გუნდის წამყვანი ფიგურაა, მის გარეშე "ბარსელონა" ვერ წარმომიდგენია".

"რაც შეეხება "ჩემპიონთა ლიგას". ეს ტურნირი ძალიან კარგი  ტურნირია, საკლუბოთა შორის იგი არამარტო ევროპაში არამედ ვფიქრობ მსოფლიოში საუკეთესოა. აქ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები ასპარეზობენ. ვფიქრობ, ლიგის მოგებაზე ყველაზე დიდი პრეტენზია "ბარსელონას" უნდა ჰქონდეს და შესაბამისად უფრო მეტი შანსიც აქვს ამ თასის დაუფლებისა, ვფიქრობ "ბარსელონას" 30 % – ით უფრო მეტი შანსი აქვს ვიდრე მადრიდის "რეალს" და "ჩელსის". 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.