მარადონა: მადლობა ღმერთს, რომ მესი არგენტინელია

მარადონა: მადლობა ღმერთს, რომ მესი არგენტინელია

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა დარწმუნებულია, რომ კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი მსოფლიოში საუკეთესოა-გადმოგვცემს Marca.

"ალბისელესტეს" დამრიგებელი გვარწმუნებს, რომ ლეო იდეალურ ფორმაშია და მზად არის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები.

"მესი არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც დიდი უპირატესობას ფლობს მათთან, ვისაც საუკეთესოობაზე აქვს პრეტენზია. მე კვლავ მინდა ღმერთს მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ მესი არგენტინელია", - განაცხადა დონ დიეგომ.

მარადონამ ასევე განაცხადა, რომ ამჟამინდელი ნაკრები მას 1986 წლის დროინდელ ნაკრებს აგონებს, რომელთაც შეძლეს ჩემპიონობის მოპოვება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესის უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე თავად ჰქონდა 1986 წელს.

წყარო: Championat.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.