"ბარსელონას" რადარზე დიოგუ დალოტი გამოჩნდა - The Sun

"ბარსელონას" რადარზე დიოგუ დალოტი გამოჩნდა - The Sun

კატალონიის "ბარსელონას" რადარზე კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა - The Sun-ის ინფორმაციით, "ბარსა" "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველით, დიოგუ დალოტით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, კიკე სეტიენის გუნდი "მანკუნიანელთა" მარჯვენა მცველის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება.

როგორც ცნობილია, 21 წლის უკანახაზელი "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სულშერის გეგმებში არ შედის, შესაბამისად, ინგლისელები მოლაპარაკებებზე თანახმანი იქნებიან და შეთანხმების მიღწევაც გამარტივდება.

"ბლაუგრანა" დალოტის ყიდვას კლუბიდან ნელსონ სემედუს ან ჟუნიორ ფირპოს წასვლის შემთხვევაში აპირებს და მას სარეზერვო ვარიანტად განიხილავს. როგორც ჩანს, "ლურჯ-ბრიწეულისფერები" იმ ფაქტით მოიხიბლნენ, რომ დიოგუს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია.

"პორტუს" აღზრდილმა მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში, 4 შეხვედრა ჩაატარა. Transfermarkt-ი პორტუგალიელს მხოლოდ 18 მილიონ ევროდ აფასებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    JUZI
    სტუმარი [?]
    #5 14 აგვისტო 2020 13:07
    0
    მანჩესტერში თუ ვერ ხვდება სასტავში ჩვენ რა ჯანდაბად გვინდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 ივლისი 2020 14:40
    1
    ეგრე რა! ჩართეს ბიჭებმა რადარები ისევ? ამდენი ხანი რადარებზე არაფერი დაწერილა, ვნერვიულობდი, ხო არ გაუფუჭდათ მეთქი.
    Culé [?]
    #3 28 ივლისი 2020 19:26
    5
    სემედუს ყიდიან და ეს მოყავთ არტურს უშვებენ და პიანიჩი მოყავთ ბარსელონას გულშემატკივრებს მაგარი ნერვები გვქონია ამდენს თუ გადავიტანდი რაც ბოლო 5 წელია ხდება ნაღდად არმეგონა 😂 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 ივლისი 2020 18:28
    4
    ამას მანჩესტერი არ ათამაშებს და ჩვენ რა ჯანდაბად გვინდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 28 ივლისი 2020 18:21
    1
    18 მილიონი კიდე ბევრია იმ ფეხბურთელში რომელიც საერთოდ არაფრით გამოირჩევა და სეზონში 4 შეხვედრას თამაშობს. ზამენასაც ვერ გააძლიერებს არ გვჭირდება