დავიდ ალაბამ "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები განაახლა - Sport

დავიდ ალაბამ "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები განაახლა - Sport

როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელის, დავიდ ალაბას შეძენას ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

მიუხედავად ამისა, ესპანური გამოცემა Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიელი უნივერსალი "ბარსასთან" მოლაპარაკებებს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა, რადგან კარიერის ბოლო წლებში ამ კლუბში თამაში სურს. თავის მხრივ, სხვა ვარიანტებთან ერთად, "ბლაუგრანა" მის კანდიდატურასაც განიხილავს.

თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, საკითხავია, აღნიშნული ტრანსფერის ზაფხულის სასტრანსფერო ფანჯარაზე განხორციელება რამდენად რეალურია. მაგრამ, ისიც აღსანიშნავია, რომ "რეკორდმაისტერთან" ალაბას კონტრაქტი 2021 წელს იწურება და, შესაბამისად, თუ მისი ტრანსფერი ამ ზაფხულს ვერ შედგა, ერთი წლის შემდეგ შესაძლებელი გახდება, ვინაიდან, ავსტრიელი თავისუფალი აგენტი ხდება.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესვეურები ფიქრობენ, რომ დავიდი ის ფეხბურთელია, რომელიც "ბარსელონას" შესანიშნავად მოერგება. გარდა ამისა, მათ 28 წლის მოთამაშის უნივერსალურობაც ხიბლავთ, რაც იმაში აისახება, რომ მას 3 პოზიციაზე - მარცხენა მცველად, მარცხენა ცენტრალურ მცველად, მარცხენა ნახევარმცველად - თამაში შეუძლია.

წყაროს თანახმად, ალაბამ კიკე სეტიენის გუნდს თანხმობა უკვე განუცხადა და მიუხედავად იმისა, რომ გერმანული კლუბის პოზიციები, რომელიც ავსტრიელს ტრანსფერზე არ აყენებდა, ყოველთვის ურყევი გახლდათ, ახლა სხვაგვარი სიტუაციას ვაწყდებით, რადგან ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება 1 წელიწადში ეწურება და ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი მის სარფიანად გაყიდვას შეეცდება, თუ დავიდის უფასოდ დაკარგვა არ სურს.

რაც შეეხება "ბაიერნთან" კონტრაქტის განახლების შესაძლებლობას, მოლაპარაკებები შეჩერებულია, რადგან ავსტრიელი უნივერსალის ახალი აგენტი, პინი ზაჰავი ამის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონ ევროს ითხოვს. აქედან ჩანს, რომ თუ ალაბა ამჟამინდელ კლუბში დარჩება, ეს მხოლოდ ფულის გამო მოხდება.

ყველა ზემოხსენებულის გათვალისწინებით, "ბარსელონას" დავიდის შეძენის უნიკალური შანსი აქვს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის მამა "ბლაუგრანასთან" კონტაქტს ინარჩუნებს, რომელიც მოლაპარაკებების თაობაზე სრულად ინფორმირებულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #4 30 ივლისი 2020 18:28
    0
    რაც იაფი დაჯდება ის ხელფასში წავა. თან ალბას 6-7 მილიონი და ამას 20? თორე დაჟე უმტიტისაც გაყიდდა კაცი ეს თუ იქნებოდა და ფირპოსაც. ერთსაც ჩაანაცვლებდა საჭირო დროს და მეორესაც. წელს მთელი სეზონი დაცვის ცენტრში გაატარა და იდეალური იყო.
    Culé [?]
    #3 30 ივლისი 2020 15:37
    3
    რა აზრი აქვს იაფად ყიდვას თუ 20 მილიონს გადაუხდიან ხელფასად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ივლისი 2020 15:32
    2
    ხელფასს ნუ მოითხოს ასტრონომიულს და მოვიდეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Pique_3
    სტუმარი [?]
    #1 30 ივლისი 2020 14:51
    8
    ოოო ალაბაა ძაან სერიოზული შენაძენი იქნებაა😍😊