საკადრო პრობლემები და შანსი ოსკარ მინგესას
"ბარსელონას", ამჟამად, ცენტრალური მცველები - სამუელ უმტიტი, რონალდ არაუხო და ხორხე კუენკა ტრავმირებულები ჰყავს, რაც "ბარსელონა ბ-ს" 21 წლის ფეხბურთელს, ოსკარ მინგესას, კატალონიელთა პირველ გუნდში მოხვედრის შანსს აძლევს.
ოსკარ მინგესა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სკოლაში 6 წლიდან ირიცხება. მან მიმდინარე სეზონში, "ბარსა ბ-ს" რიგებში, 19 თამაშში მიიღო მონწილეობა და მოედანზე 1000 წუთზე მეტი გაატარა. იგი ცენტრალური მცველია, რომელსაც თამაში დაცვის მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია.
Marca-ს ინფორმაციით, უმტიტის, არაუხოსა და კუენკას არყოფნის დროს, მინგესამ, შესაძლოა, "ბლაუგრანაში" პირველ გუნდში თამაშის შანსი პირველად მიიღოს. გამორიცხული არაა, მან, ჟერარ პიკესა და კლემან ლანგლეს შემდეგ, "ბარსას" მესამე ცენტრალური მცველის როლი შეითავსოს.
იმავე წყაროს ცნობით, თუ ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი ვარჯიშებზე თავს კარგად წარმოაჩენს და კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ნაპოლის" ბარიერს დაძლევენ, მინგესა, შესაძლოა, პორტუგალიაში პირველ გუნდთან ერთად გაემგზავროს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]