Daily Mail: სეტიენის შეცვლის მთავარი კანდიდატი პოჩეტინოა
იმ შემთხვევაში, თუ "ბარსელონამ" კიკე სეტიენის მიმდინარე ზაფხულში გათავისუფლება გადაწყვიტა, ესპანელი სპეციალისტის შეცვლის მთავარი კანდიდატი მაურისიო პოჩეტინო იქნება. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail ავრცელებს.
არგენტინელის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მან აზრი შეიცვალა და ის "ბარსელონას" ჩაბარებაზე უარს სულაც არ აცხადებს. ბრიტანელი ჟურნალისტების ცნობით, პოჩეტინოს ამ კომენტარის მიზეზი სწორედ ისაა, რომ მას "ბლაუგრანაში" მუშაობის შანსი გაუჩნდა.
თუმცა, Daily Mail-ის სანდოობის გათვალისწინებით, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ საქმე უბრალოდ პოჩეტინოს სიტყვების ჟურნალისტისთვის სასურველ ინტერპრეტაციასთან გვქონდეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]