სტატისტიკა, რომელიც "ნაპოლის" "ბარსელონასთან" თითქმის უშანსოდ ტოვებს
რაც არ უნდა ცუდად გამოიყურებოდეს "ბარსელონა", ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშს მაინც ძალიან იშვიათად აგებს. რამდენად იშვიათად? დაახლოებით, ათ წელიწადში ერთხელ.
პეპ გვარდიოლას ეპოქის დასრულების შემდეგ, "ბარსამ", "კამპ ნოუზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის მატჩებიდან მხოლოდ ერთი წააგო, ისიც 7 წლის წინ. იმის წინა წაგება კი 2009 წლით თარიღდება.
2013 წლის 1 მაისს, "ბაიერნთან" განცდილი ძალიან მტკივნეული მარცხის (0-3) შემდეგ, კატალონიურმა კლუბმა, ჩემპიონთა ლიგაზე, 35 თამაში ჩაატარა, საიდანაც 31 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა. ამ 35 მატჩში, "ბლაუგრანამ" გაიტანა 104 (საშუალოდ, 2.97) და გაუშვა 14 (საშუალოდ 0.4) გოლი, რაც ძალიან კარგი შედეგია.
7 წლის წინ განცდილი მარცხის შემდეგ, "ბარსამ" 4 მწვრთნელი გამოცვალა - ტიტო ვილანოვა, ტატა მარტინო, ლუის ენრიკე და ერნესტო ვალვერდე.
გთავაზობთ ბოლოო 7 წლის განმავლობაში "კამპ ნოუზე" ჩატარებული საჩემპიონთალიგო თამაშებში დაფიქსირებულ შედეგებს.
- 18.09.2013 | ბარსელონა – აიაქსი 4-0
- 06.11.2013 | ბარსელონა – მილანი 3-1
- 11.12.2013 | ბარსელონა – სელტიკი 6-1
- 12.03.2014 | ბარსელონა – მანჩესტერ სიტი 2-1
- 01.04.2014 | ბარსელონა – ატლეტიკო 1-1
- 17.09.2014 | ბარსელონა – აპოელ 1-0
- 21.10.2014 | ბარსელონა – აიაქსი 3-1
- 10.12.2014 | ბარსელონა – პსჟ 3-1
- 18.03.2015 | ბარსელონა – მანჩესტერ სიტი 1-0
- 21.04.2015 | ბარსელონა – პსჟ 2-0
- 06.05.2015 | ბარსელონა – ბაიერნი 3-0
- 29.09.2015 | ბარსელონა – ლევერკუზენი 2-1
- 04.11.2015 | ბარსელონა – ბატე 3-0
- 24.11.2015 | ბარსელონა – რომა 6-1
- 16.03.2016 | ბარსელონა – არსენალი 3-1
- 05.04.2016 | ბარსელონა – ატლეტიკო 2-1
- 13.09.2016 | ბარსელონა – სელტიკი 7-0
- 19.10.2016 | ბარსელონა – მანჩესტერ სიტი 4-0
- 06.12.2016 | ბარსელონა – გლადბახი 4-0
- 08.03.2017 | ბარსელონა – პსჟ 6-1
- 19.04.2017 | ბარსელონა – იუვენტუსი 0-0
- 12.09.2017 | ბარსელონა – იუვენტუსი 3-0
- 18.09.2017 | ბარსელონა – ოლიმპიაკოსი 3-1
- 05.12.2017 | ბარსელონა – სპორტინგი 2-0
- 14.03.2018 | ბარსელონა – ჩელსი 3-0
- 04.04.2018 | ბარსელონა – რომა 4-1
- 18.09.2018 | ბარსელონა – პსვ 4-0
- 24.10.2018 | ბარსელონა – ინტერი 2-0
- 11.12.2018 | ბარსელონა – ტოტენჰემი 1-1
- 13.03.2019 | ბარსელონა – ლიონი 5-1
- 16.04.2019 | ბარსელონა – მანჩესტერ იუნაიტედი 3-0
- 01.05.2019 | ბარსელონა – ლივერპული 3-0
- 02.10.2019 | ბარსელონა – ინტერი 2-1
- 05.11.2019 | ბარსელონა – სლავია 0-0
- 27.11.2019 | ბარსელონა – დორტმუნდი 3-1
როგორც ხედავთ, ამ 35 მატიჩდან მხოლოდ 2 დასრულდა იმ ანგარიშით, რომლის გამეორების შემთხვევაშიც, "ნაპოლი" "კამპ ნოუზე" დამატებით ტაიმებამდე მიაღწევს. დანარჩენი 33 თამაშის ანგარიშის გამეორების შემთხვევაში, "ბარსა" 1/4-ფინალში პირდაპირ გავა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]