რონალდ არაუხომ და უსმან დემბელემ გუნდთან ერთად ივარჯიშეს
კატალონიის "ბარსელონა" "ნაპოლისთან" დაპირისპირებისათვის მომზადებას განაგრძობს. კიკე სეტიენის ბიჭებმა დღევანდელი სავარჯიშო სესია ჩვეულებისამებრ, სიუტატ ესპორტივაზე ჩაატარეს.
კლუბი ოფიციალურად ადასტურებს, რომ გუნდთან ერთად რონალდ არაუხომ და უსმან დემბელემაც ივარჯიშეს.
ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველმა კოჭზე დაზიანება 26 ივლისს, "საბადელის" წინააღმდეგ მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელი 8 აგვისტოს გასამართი მატჩისათვის მზად.
იმის გათვალისწინებით, რომ სამუელ უმტიტის მუხლზე გარკვეული პრობლემები ისევ აქვს, არაუხოს დაბრუნება "ბარსასთვის" დიდი შვება იქნებოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]