ტერ შტეგენი კონტრაქტს გაახანგრძლივებს - პრეზიდენტი ადასტურებს
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ, BeiN Sport-თან ინტერვიუში რამდენიმე თემაზე საუბრობს. მათ შორის, ადასტურებს, რომ გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. კითხვაზე, განაახლებს თუ არა გერმანელი ხელშეკრულებას, პრეზიდენტი საინტერესოდ პასუხობს: "კი ან კი".
"ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა? რა თქმა უნდა, ლისაბონში წასვლა გვსურს, თუმცა ჯერ "ნაპოლის" ბარიერი გვაქვს გადასალახი.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მდგომარეობა? მის კონტრაქტს გავახანგრძლივებთ, რადგან გამონაკლისი ადამიანი და მეკარეა. როგორც კი კორონავირუსის სიტუაციას გადავაგორებთ, ის ხელშეკრულებას ან განაახლებს, ან განაახლებს. სხვა წინადადება არ განიხილება.
ფრანსიშკუ ტრინკაუ? ის არ იყიდება.
მოთამშეები, როგორებიც რიკი პუჩი, ანსუ ფატი და არაუხო არიან, მომავალ სეზონში პირველ გუნდში ჩაეწერებიან. გვსურს, რომ ისინი "კამპ ნოუზე" დიდხანს დარჩნენ.
ფატი სათადარიგოს ფეხბურთელია, რომლის დახმარებაც გვჭირდება, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე.
პიანიჩისა და არტურის ბარტერი? ბოსნიელი უმღლესი დონის ფეხბურთელია და მისი გადაბირების შანსი ხელიდან არ გავუშვით.
შესაძლოა, რომ "ნაპოლი" - "ბარსას" დაპირისპირება "კამპ ნოუზე" არ ჩატარდეს? კატალონიაში სიტუაცია უმჯობესდება, დაინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იკლებს.
ლაუტარო მარტინესი? "ინტერს" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დაველაპარაკებით", - აცხადებს ბართომეუ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]