ნავარო მესის წინააღმდეგ
შარშან გამართული მატჩი "მესტალიაზე" ფრედ 0:0 დასრულდა. იმისდა მიუხედავად, რომ როგორც "ბარსელონას" ისევე "ვალენსიას" მომენტები საკმაოდ ჰქონდათ, გოლის გატანა ვერც ერთმა მხარემ ვერ მოახერხა. წინა წელს მოედანზე ძალიან არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც აღნიშვნის ღირსია.
მატჩის მიმდინარეობის დროს სრულიად უწყინარ სიტუაციაში, იმ მომენტში "ვალენსიას" კაპიტანმა, 4 – მა ნომერმა ნავარომ ჩააარტყა ფეხი ლეო მესის. ის მატჩი დავიდ ვილიამ გამოტოვა, ამიტომაც კაპიტნის სამკლაური სწორედ ნავარომ მოირგო. "ვალენსიელთა" ფეხბურთელი ლეო მესის უკნიდან მიეპარა და ფეხი ჩაარტყა, როგორც წესი ასეთი თითქოსდა არაფრის მომტანი დარტყმა ფეხში საბოლოოდ ფეხბურთელისათვის ხშირად მთავრდება ძალიან ცუდათ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მატჩის შემდეგ მედიკოსებმა აღნიშნეს, რომ ლეო მესის მიკრო ტრავმა ჰქონდა, რომელმაც 1 ვარჯიში გამოტოვა ამისდა გამო.
გთავაზობთ ამ ვიდეოს:
[media=http://www.youtube.com/watch?v=PW0Jc9M_YpQ]
აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი კატალონიურმა პრესამ შერაცხა, როგორც გამიზნული და ტაქტიკური ჯარიმა, ნავაროს სურდა, რომ ლეო დროზე ადრე გამოეთიშა თამაშიდან, ეს მისი დავალება იყო.
წელს შედგება ამ ორი ფეხბურთელის დაპირისპირება. ვნახოთ გაიმეორებს თუ არა ნავარო იგივეს და მესის გაახსენდება თუ არა ეს ფაქტი და დასჯის თუ არა მეტოქეს თავისებურად, რა თქმა უნდა არა ასეთი საქციელით, არამედ გოლებით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]