"ბარსელონამ" 2 კლუბი უარით გაისტუმრა
Sport-ზე დაყრდნობით პორტალ Tribuna-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ახალგაზრდული შემადგენლობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული წევრის იჯარით დამატება ორ გერმანულ კლუბს სურდა, თუმცა კატალონიელებმა ორივე შემოთავაზებაზე უარი თქვეს.
ილაიშ მორიბას მიმართ ინტერესს "ლაიფციგი" და მიონხენგლადბახის "ბორუსია" იჩენდა. "ბარსაში" მიიჩნევენ, რომ 17 წლის გვინეელი ნახევარმცველი პირველი გუნდის წევრობის კანდიდატია და მისი სხვა კლუბში გადასვლა, თუნდაც დროებით, მიზანშეწონილი არ იქნება.
სავარაუდოდ, მორიბა ახალი სეზონისთვის მზადებას კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით გაივლის და მომავალ თანაგუნდელებს შეხვდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]