"ბარსელონა" "ბაიერნთან" მატჩისათვის მზადებას განაგრძობს
მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ბარიერის გადალახვის შემდეგ (3-1), "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" ჯახი ელის, რაც, რა თქმა უნდა, ადვილი დაპირისპირება არ გახლავთ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ერთდღიანი შესვენების შემდეგ, კატალონიური გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა, ხოლო კიკე სეტიენი და მისი შტაბი კი გერმანული კლუბის ანალიზს შეუდგნენ.
"ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" სასიხარულოა, რომ ლიონელ მესიმ, რომელიც ბაზაზე შესვენების ჟამსაც გამოცხადდა, დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა.
მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ არგენტინელს დაზიანებული ფეხი შეხვეული ჰქონდა, რადგან ჯენარო გატუზოს შეგირდებთან შეხვედრისას, კალიდუ კულიბალიმ "ლა პულგას" კოჭის არეში ძალიან ძლიერად ჩაარტყა. თუმცა, ამ უკანასკნლემა მატჩის ბოლომდე ჩამთავრებაც კი შეძლო.
გარდა ამისა, გუნდთან ერთად უსმან დემბელეც ემზადება. რაც შეეხება სამუელ უმტიტის, ფრანგი მარჯვენა მუხლზე არსებულ ტრავმას ჯერ კიდევ იშუშებს და, შესაბამისად, ჰანს-დიტერს ფლიკის ბიჭებთან "ბლაუგრანას" ვერ დაეხმარება. როგორც ცნობილია, ხუთშაბათს კლუბი გეზს ლისაბონისკენ აიღებს ("ბლაუგრანა" სასტუმრო შერატონში დაბინავდება), სადაც ხსენებულ შეხვედრას გამართავს და ნახევარფინალში გასვლას ეცდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]