მარტინ ბრეითუეიტი ლისაბონში გაემგზავრება - Diario AS

მარტინ ბრეითუეიტი ლისაბონში გაემგზავრება - Diario AS

მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნთან" ლისაბონში გასამართი მეოთხედფინალური დაპირისპირებისათვის ემზადება.

Diarios AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, პორტუგალიის დედაქალაქში მარტინ ბრეითუეიტიც გაემგზავრება, რომელსაც ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე თამაშის უფლება არ აქვს.

თუმცა, ხსენებული საკითხი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა. წყაროს თანახმად, თუ მატჩის დაწყებამდე 24 საათით ადრე ჩასატარებელი PCR ტესტის შედეგად კატალონიელთა რამდენიმე მოთამაშეს COVID-19 დაუდასტურდება, დანიელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის განაცხადში დაარეგისტრირებენ, რის შემდეგადაც იგი "რეკორდმაისტერთან" ასპარეზობას შეძლებს.

როგორც ცნობილია, UEFA-ს პროტოკოლის მიხედვით, იმისათვის, რათა შეხვედრამ დათქმულ დროს აიღოს სტარტი, გუნდებს სულ მცირე, 13-13 ჯანმრთელი ფეხბურთელი უნდა ჰყავდეთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 აგვისტო 2020 13:30
    0
    მე მგონი ტყუილად ხარჯავენ ბილეთის ფულს.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #3 12 აგვისტო 2020 12:37
    1
    ეს იმენა ნათელაშვილივით არის ერთხელ.მაინც ენდეთ და ეგება გვეშველოს 😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 აგვისტო 2020 19:02
    1
    13-13 ჯანმრთელი ფეხბურთელი.
    რა დრო დაუდგა მსოფლიოს.
    JUZI
    სტუმარი [?]
    #1 11 აგვისტო 2020 18:42
    3
    ჯვარი გვწერია კოვიდისაგან.