შეუძლია თუ არა მარტინ ბრეითუეიტს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში?

შეუძლია თუ არა მარტინ ბრეითუეიტს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში?

"ბარსელონამ" მარტინ ბრეითუეიტი "ლეგანესიდან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ 20 თებერვალს გაიფორმა. მარტინის ტრანსფერი "სამაშველო" ხასიათს ატარებდა, ვინაიდან, "ბლაუგრანამ" ის ტრავმირებული უსმან დემბელეს ჩამნაცვლებლად მოიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ მოთამაშეებს შეუძლიათ, რომლებიც კლუბმა განაცხადში 3 თებერვლამდე დაარეგისტრირა.

UEFA-ს ბოლო შეხვედრაზე ევროპული კლუბების ასოციაციამ (ECA) შესთავაზა, ასეთი მოთამაშეებისთვის თამაში უფლება მიეცათ, თუმცა წინადადება არ დაკმაყოფილდა. 

შესაბამისად, მარტინ ბრეითუეიტს ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მონაწილეობა მიმდინარე სეზონში არ შეეძლება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 ივნისი 2020 16:58
    4
    ეეჰ არადა მაგრად დაგვეხმარებოდა ლიგაზე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 19 ივნისი 2020 15:50
    2
    ციტატა: gaucho-gaucho
    ბაიერნი ალაბას ყიდის 50 ლიმონადო და დაგვათრევინა ნეტა... ამ კორონამ ხო მთლად გააკოტრა ეს ბარსა რა...ისე ვატყობ ვერავის იყიდის ეს აჩკარიკა წელს და ტყუილად დაგვაწყვიტავს ამ ლაუტარო-ნეის ყურებაში ნერვებს..((((

    გასაყიდია ძალიან ბევრი ფეხბურთელი და თავისუფლად შეიძლება 120-150 მილიონის ამოღება იმათში, ამიტომ ჯერ წინაა ყველაფერი.
    ამას დამატებული, თუ გრიზმანმა ასე გააგრძელა თამაში მასაც უეჭველი გაუშვებენ, საერთოდაც შეიძლება ლაუტაროში გაცვალონ ან ნეის ტრანსფერში ჩართონ, ხოდა მოკლედ თავზე ფული არ ჭირდება ბარსას კარგი ტრანსფერების დასადებად, შეუძლიათ გაცვალონ ან გაყიდონ, მთავარია აი ამას როგორ მოაყომარებენ, ხოდა ეგაა რო ამ ხელმძღვანელობას მაგის ტრაკი არ აქ რო წესიერი თანხა აიღოს თითოეულ ფეხბურთელში და სწორედ ეგაა დიდი პრობლემა.
    პლუს კიდე წესიერ მწვრთნელზეც უნდა იფიქრონ და თუ ჩავი მოიყვანეს, მაშინ პირველ რიგში ეგ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 ივნისი 2020 13:37
    0
    ბაიერნი ალაბას ყიდის 50 ლიმონადო და დაგვათრევინა ნეტა... ამ კორონამ ხო მთლად გააკოტრა ეს ბარსა რა...ისე ვატყობ ვერავის იყიდის ეს აჩკარიკა წელს და ტყუილად დაგვაწყვიტავს ამ ლაუტარო-ნეის ყურებაში ნერვებს..((((
    [?]
    #2 19 ივნისი 2020 13:26
    2
    რეალს მაინც დაემატებინა ეგრე ვინმე. ბაბუ დაჩალიჩდებოდა და შეაცვლევინებდა წესს. აბა ჩმორთუმეუს გამო ვინ რას შეცვლის.
    Flying Johan
    სტუმარი [?]
    #1 19 ივნისი 2020 11:47
    0
    კიდევ კარგი ცუგა დაგვიბრუნდა