ლუის სუარესს ყატარიდან მსურველი გამოუჩნდა
"ბარსელონას" ვეტერან თავდამსხმელს, ლუის სუარესს მსურველები არ აკლია და, შესაძლოა, მისი გაყიდვა კლუბმაც მოინდომოს.
BeIN Sports-ის ინფორმაციით, ურუგვაელით "ალ-არაბი" ინტერესდება. წყაროს თანახმად, ყატარული გუნდი "ელ პისტოლეროს" გარემოცვასთან კონტაქტს ინარჩუნებს და მის ამ სატრანსფერო ფანჯარაზევე შეძენას იმედოვნებს.
გამოცემის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელით პირადად "ალ-არაბის" ისლანდიელი მთავარი მწვრთნელი, ჰეიმირ ჰოლგრიმსონია დაინტერესებული, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობას მისი ყიდვა მოსთხოვა.
შეგახსენებთ, სუარესს "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა, "ბლაუგრანას" პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს განცხადებით, გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარების შემდეგ, ხელშეკრულება ავტომატურად კიდევ 1 წლით გახანგრძლივდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]