აქა ამბავი ბავარიისა

აქა ამბავი ბავარიისა

"ბარსელონას" ოფიციალური საიტი ტრადიციას არ არღვევს და ცდილობს ახლოს გაგვაცნოს მომავალი მეტოქე. "ბაიერნს" დიდი წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც გადავავლოთ თვალი, თუ ვისთან მოგვიწევს თამაში.

მდებარეობა

მიუნხენი ბავარიის დედაქალაქია და სამხრეთ გერმანიის ნაწილში მდებარეობს. სიდიდით მესამე ქალაქია, ბერლინისა და ჰამბურგის შემდეგ. რეგულარულად შედის იმ ქალაქების ჩამონათვალში, სადაც ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტულია.

ადგილი, სადაც 1972 წლის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა, ამჟამად სამეცნიერო დაწესებულებებით არის სავსე.

ბავარია ასევე ცნობილია განსაკუთრებული ხარისხის ლუდით, თუ ბარსელონაზე შეიძლება იმის თქმა, რომ ტურისტების ყველაზე დიდ რაოდენობას თავად კლუბი იზიდავს, ბავარიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლუდის მოყვარულებზე მოდის.

"ბაიერნი" 2005 წლის შემდეგ "ალიანს არენაზე" თამაშობს, მანამდე შეხვედრებს "მიუნხენის ოლიმპიურ სტადიონზე" ატარებდა, ამ არენას "მიუნხენ 1860"-თან იყოფდა, რაც დამატებით პრობლემებს ქმნიდა, ამიტომ იტალიელებივით ბევრი არ უფიქრიათ და პრობლემა ახალი საუკუნის დასაწყისშივე მოაგვარეს.

კლუბი

"ბაიერნი" 1900 წელს დაარსდა და "ბარსელონაზე" ერთი წლით უმცროსია. კატალონური კლუბის მსგავსად, მათაც ჰყავთ სპორტის სხვადასხვა სახეობის გუნდები: კალათბურთში, ხელბურთში და თქვენ წარმოიდგინეთ თავიანთი საჭადრაკო გუნდიც კი ჰყავთ.

"ბაიერნი" ბუნდესლიგაში 1963 წლიდან ჩაერთო და დღემდე, ყველაზე ტიტულიანი კლუბი შეიქნა. მათ შორის მოგებული აქვთ ხუთი ჩემპიონთა ლიგა. სამი მათგანი (ჩემპიონთა თასი) ოქროს წლებში მოიგეს, 70-ანებში, როცა კლუბს კაიზერ ფრანცი ლიდერობდა.

გერმანიაში მათ პრინციპულ მეტოქედ "მიუნხენ 1860", "ნიურბერგი" და დორტმუნდის "ბორუსია" ითვლებიან. "ალიანს არენა" 75 000 ბილეთს მთელი წლის განმავლობაში უპრობლემოდ ყიდის. კლუბს 291 000 ოფიციალური წევრი ჰყავს, იმაზე მეტი, ვიდრე "ბარსას".

მიმდინარე სეზონი

"ბაიერნმა" სეზონი ცუდად დაიწყო და ათი ტურის შემდეგ, მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა. ნიკო კოვაჩის ხელში გუნდი წარმატებას ვერ აღწევდა, "აინტრახტთან" კი 1-5 წააგეს. მერე მოხდა ის, რაც "ბაიერნში" ადრეც მომხდარა, ჰანს-დიტერ ფლიკის დანიშვნა, ძალიან ჰგავს იუპ ჰაინკესის მისვლას "ბაიერნში", იუპიც შუა სეზონში ჩაუდგა კლუბს სათავეში და ისეთი კარგი შედეგები ჰქონდა, მომავალ სეზონშიც დატოვეს. ამას რა მოჰყვა, ყველას კარგად ახსოვს. ფლიკმა ჩამორჩენა სწრაფადვე აღმოფხვრა და გუნდს ჩემპიონობა მოუტანა.

"ბაიერნმა" თასზეც იმარჯვა, "ლევერკუზენის" წინააღმდეგ და რიგით მე-13 დუბლი შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა იფრინა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პოკერი შეასრულა. ასევე გამოსარჩევია გნაბრის თამაში ლონდონის "ტოტენჰემთან".  

ჯგუფური ეტაპი:

"ბაიერნი" 3:0 "ცვერნა ზვეზდა"

"ტოტენჰემი" 2:7 "ბაიერნი"

"ოლიმპიაკოსი" 2:3 "ბაიერნი"

"ბაიერნი" 2:0 "ოლიმპიაკოსი"

"ცვერნა ზვეზდა" 0:6 "ბაიერნი"

"ბაიერნი" 3:3 "ტოტენჰემი"

მერვედფინალები

"ჩელსი" 0:3 "ბაიერნი"

"ბაიერნი" 4:1 "ჩელსი"

ბომბარდირები

კლუბის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკია - 53 გატანილი გოლით.

მეორეზე გნაბრი იმყოფება - 20 გატანილი გოლით.

ხოლო მესამე ადგილზე მიულერი - 12 გატანილი გოლით.

ფილიპე კოუტინიოს ანგარიშზე 9 გატანილი გოლია, მათ შორის 3 ბრემენის "ვერდერს" გაუტანა.

"ბაიერნში" ირიცხება ტიაგო ალკანტარა, რომელმაც "ბარსაში" 101 შეხვედრა ჩაატარა. მოედნის ცენტრისთვის ბრძოლა, ფრენკი დე იონგთან მოუწევს, მართალია დე იონგს გვარდიოლას სკოლა არ გაუვლია, მაგრამ ბურთის დაჭერა არავისზე ნაკლებად არ შეუძლია.

მწვრთნელი

ჰანს-დიტერ ფლიკი "ბაიერნში" 80-იან წლებში თამაშობდა, ის არასდროს ყოფილა დიდი ფეხბურთელი და აქამდე არც დიდ მწვრთნელად ითვლებოდა, ნამუშევარი აქვს ასისტენტად "ზალცბურგში" და გერმანიის ეროვნულ ნაკრებში.

"ბაიერნში" ნიკო კოვაჩის ასისტენტად დაბრუნდა და მისი გათავისუფლების მერე მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა.

იცოდით?

  • "ბაიერნი" გერმანულად ნიშნავს ბავარიას. (ავტ. ვიცოდით კი)
  • "ბაიერნს" გერბზე ოთხი ვარსკვლავი აქვს გამოსახული, რადგან გერმანული სტანდარტებით, ვარსკვლავები შემდეგნაირად ნაწილდება:
    • 1 ტიტული - 1 ვარსკვლავი
    • 3 ტიტული - მეორე ვარსკვლავი
    • 10 ტიტული - მესამე ვარსკვლავი
    • 20 ტიტული - მეოთხე ვარსკვლავი
  • "ბაიერნმა" ამ სეზონში, რიგით 30-ე ბუნდესლიგის თასი მოიგო. ფანები მეხუთე ვარსკვლავს ითხოვენ, მაგრამ ბუნდესლიგის წესდებაში, ჯერჯერობით ამის თაობაზე არაფერი წერია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 აგვისტო 2020 12:58
    0
    იცოდით?
    "ბაიერნი" გერმანულად ნიშნავს ბავარიას. (ავტ. ვიცოდით კი)

    უფრო მეტსაც გეტყვი ავტორო: BMW-გერმანულად(ბაიერიშე მოტორენ ვერკენ) ქართულად "ბაიერნის სამოტორო ქარხნებს" ნიშნავს
    JUZI
    სტუმარი [?]
    #2 14 აგვისტო 2020 07:10
    1
    ისტორია, გიყვარდეს აქვთ.
    BARCELONA FOREVER
    სტუმარი [?]
    #1 13 აგვისტო 2020 19:23
    1
    Griezzy7,
    არ მგონია ფატი დააყენოს ძირითადში