ოფიციალურად: სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდასტურდა
"ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ, კატალონიურმა კლუბმა გაავრცელა.
უმტიტის შემოწმება ხუთშაბათს ჩაუტარდა, ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ის კორონავირუსითაა დააავადებული. ყველა იმ პირს, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, გამოკვლევა ჩაუტარდება.
სამუელი თავს კარგად გრძნობს, ის სახლში იმყოფება და კორონავირუსის სიმპტომები გამოხატული არ აქვს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა "ბარსელონას" კიდევ ერთ ფრანგ ცენტრალურ მცველს, ჟან-კლერ ტოდიბოს.
არც უმტიტი და არც ტოდიბო პირველ გუნდთან ერთად პორტუგალიაში არ იმყოფება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]