ტომას მიულერი: 7-1 ბრაზილიასთან? დღეს უფრო დიდ უპირატესობას ვფლობდით
"ბარსელონას" განადგურების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი "ბაიერნის" ფეხბურთელებმაც გააკეთეს.
ლეონ გორეცკა: "მეწყინა თუ არა, როცა მესი ამ მდგომარეობაში დავინახე? არა, ეს სახალისო იყო".
ტომას მიულერი: "ამ თამაშს გერმანიის ნაკრების მიერ ბრაზილიასთან 7-1 მოგებას ვადარებთ? სიმართლე რომ ვთქვა, მაშინ ასე არ ვდომინირებდით. "ბარსელონას" დღეს ბევრად უფრო აღვემატებოდით.
ძნელია, სიტყვებით გადმოვცე, თუ რა მოხდა დღეს.
მესი? ჩვენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელების სახელებზე არ ვფიქრობთ".
"ბარსას" მხრიდან, ჯერჯერობით, მატჩი კიკე სეტიენმა, ჟერარ პიკემ და ჟოზეპ მარია ბართომეუმ შეაფასეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]