ესპანური პრესის ნაწილი: "ბარსელონაში" ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება
"ბაიერნთან" განცდილი სამარცხვინო მარცხის (2-8) შემდეგ "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს. მას სურს, რომ ჯოხი კიკე სეტიენზე, ერიკ აბიდალსა და ოსკარ გრაუზე გადატყდეს.
ახლა კი, განსხვავებული ცნობები ვრცელდება. El Chiringuito-ს ჟურნალისტის, დომენეჩ კიმის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" დირექტორთა საბჭო ვადამდელი არჩევნების ჩატარებას სერიოზულად განიხილავს. Mundo Deportivo-ს ცნობით კი, ეს გადაწყვეტილება თავად ბართომეუს აქვს მიღებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]