4 ასპექტი, რომელიც "ბარსელონას" განადგურებისაგან გადაარჩენდა
მოგეხსენებათ, გუშინ კატალონიის "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნთან" ანგარიშით, 2-8 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.
ახლა კი Tribuna.com გვთავაზობს იმ ასპექტებს, რომელთა კარგად შესრულების შემთხვევაში "ბარსა" არ განადგურდებოდა:
1. კონტრშეტევებზე დაყრდნობა
მანუელ ნოიერის კართან შექმნილი სახიფათო მომენტების უმეტესობა სწრაფი შეტევებისა და მცველებს ზურგს უკან გადაგდებული ბურთის შედეგად განხორციელდა, მაშინ როცა ამ უკანასკნელის (ტყავის სფერო) ფლობაზე ორიენტირებულმა სტილმა აშკარად ვერ გაამართლა.
ერთადერთი რამ, რაც კიკე სეტიენმა შესვენების შემდეგ გააკეთა და მოიფიქრა, ანტუან გრიზმანის ფლანზე დაყენება იყო, მაგრამ, როგორც გამოჩნდა, ეს შეცდომა გახლდათ: როცა ფრანგი ბურთს მარცხენა ფლანგზე იღებდა, მას არაფერი შეეძლო და, პირიქით, შეტევებს ანელებდა, რადგან ანტუანის სისწრაფე, ამ პოზიციაზე სათამაშოდ, საკმარისი არაა.
ანსუ ფატის მატჩში ჩართვის საშუალება ადრევე უნდა მისცემოდა, ისევე, როგორც უსმან დემბელეს, რომელიც კიკეს საერთოდ არ გამოუყენებია.
ლუის სუარესის გოლისა და ანგარიშის ორ ბურთამდე შემცირების შემდეგ, ზემოხსენებული ორი შემტევის სისწრაფე ძალიან პროდუქტიული იქნებოდა.
2. გადამწყვეტი შეცდომის გამოსაწვევად ჟერომ ბოატენგზე ზეწოლა
იმ ადამინებმაც კი, რომლებიც ბუნდესლიგას თვალს არ ადევნებენ, იციან, რომ წარმოშობით განელი, "რეკორდმაისტერის" უკანახაზში ყველაზე საიმედო მოთამაშე ნამდვილად არაა.
ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდის ცენტრალური მცველი მატჩის 42-ე წუთიდან 76-ე წუთამდე არც ისე დამაჯერებელი იყო - ეს მას შემდეგ ხდებოდა, რაც "ბლაუგრანამ" რისკი და ლუის სუარესის მისამართით, რომელიც გერმანელს ახლოს ეთამაშებოდა, გრძელი პასების გაგზავნა დაიწყო.
3. დაცვით ფეხბურთზე უარის თქმა
შეხვედრის მიმდინარეობისას, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და მთელი უკანახაზი "ბაიერნის" შემტევების უდიდესი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, თუმცა მოთამაშეებმა შეცდომების დაშვება განაგრძეს და მეტოქეს საქმე გაუადვილეს.
არტურო ვიდალისა და ლუის სუარესის მსგავსი მოთამაშეების წინ გამწესებისას, უკნიდან თამაში აბსოლუტურად გაუმართლებელი და არასაჭირო იყო.
მაღალი გადაცემების განხორციელების შემთხვევაში კი, ისინი ორთაბრძოლების მოგებასა და შეტევების წამოწყებას შეძლებდბენ. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ბარსელონამ" სხვანაირად გადაწყობა ვერ შეძლო და ისევე გააგრძელა თამაში, როგორც დაიწყო.
4. რატომ არ ითამაშა პუჩმა?
რიკის სათადარიგოთა სკამზე დატოვება კიკე სეტიენის კიდევ ერთი ძალიან უცნაური გადაწვეტილებაა. მაშინაც კი, როცა "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ბურთის კონტროლი უჭირთ, ახალგაზრდა კატალონიელმა იცის, თანაგუნდელები აკურატული გრძელი გადაცემებით როგორ მოამარაგოს და თავისუფალი პარტნიორები როგორ იპოვოს. როდესაც გერმანული კლუბი წინ 4-5 ბურთით გავიდა, რატომ არ მიეცა 21 წლის ფეხბურთელს შანსი?! მნიშვნელოვანი არ არის, რომ "ლა მასიელს" ასეთ რთულ მეტოქესთან რამდენიმე წუთი მაინც მიეცეს?
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]