რიო ფერდინანდი: მთავარი კითხვა ისაა, თუ რას ფიქრობს მესი?
მატჩის დასრულების შემდეგ რიო ფერდინანდმა, გარი ლინეკერმა და ოუენ ჰარგრივსმა “ბარსელონას“ სამომავლო მდგომარეობაზე და ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაზე ისაუბრეს.
გარი ლინეკერი: “შემადგენლობა აშკარად გადაბერებულია, მათი საშუალო ასაკი 30 წელზე მეტი იყო, გუნდის ლიდერები კი 33 წლისები არიან.“
“მესისა და სუარესს იმ დონის დამხმარეები აღარ ჰყავთ, როგორებიც ჩავი და ინიესტა იყვნენ.“
რიო ფერდინანდი: მთავარი კითხვა ისაა, თუ რას ფიქრობს მესი? სურს თუ არა მას ცვლილება და სხვაგან წასვლა?
გარი ლინეკერი: ჩემი აზრით ის ფიქრობს, რომ ორი წელი უმაღლეს დონეზე თამაშის შანსი ისევ აქვს და შესაძლოა, აქ დარჩენა აღარ უნდოდეს, რადგან სხვა ევროპულ გრანდში “ბარსელონასთან“ შედარებით გაცილებით უკეთესი სიტუაცია დახვდება.“
ოუენ ჰარგრივსი: ნუთუ თქვენ მისი სხვა მაისურში ხილვა წარმოგიდგენიათ. ანსუ ფატიმ გუშინ ასე თუ ისე კარგად ითამაშა, მაგრამ ის მხოლოდ 17 წლისაა. სხვაობა მესისა და მის მომავალ მემკვიდრეს შორის ძალიან დიდია.
გარი ლინეკერი: “სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მესისთვის მომავალი წელიც არ იქნება წარმატებული “ბარსაში“.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]